"ბედნიერი ვარ, რომ არ მომიწია იმ ადამიანისგან შვილის გაჩენა ვინც ჩემზე იძალადა" - ეშლი ჯადი

18:59 04-12-2019
86

ჰოლივუდის მსახიობი ეშლი ჯადი აბორტის აკრძალვის კანონის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს.

Эшлиეშლი პირველი იყო, რომელმაც ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი, სექსუალურ ძალადობაში ამხილა - პრესტიჟულ გამოცემა The New York Times-ს გავლენიან პროდიუსერთან მომხდარი საკუთარი ისტორია გაუზიარა.

С

წამყვანის კითხვაზე, უნდა წავიდეს თუ არა ჰარვი ვაინშტეინი ციხეში, ეშლი ჯადიმ მოკლედ უპასუხა - რა თქმა უნდა, თუკი ის მოძალადეა.  

ცნიბილი მხატვრული ფილმის დივერგენტის ვარსკვლავმა, გუშინ მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის სამიტში ქალები მსოფლიოში. 50 წლის მსახიობმა, ჯორჯიას შტატში მიღებულ ახალი კანონის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომლის თანახმად ქალბატონებს აბორტის გაკეთება ეკრძალებათ. არაერთხელ განვაცხადე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, სამჯერ გავხდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ, ფეხმძიმობა დამიდგინდა. ბედნიერი ვარ, რომ დაუყოვნებლივ გავიკეთე აბორტი და არ მომიწია იმ ადამიანისგან შვილის გაჩენა, ვინც ჩემზე იძალადა - ამბობს ეშლი. 

გიფიქრიათ, რომ თქვენი განცხადება მოახლე ქალბატონის ამბავს წააგავს -  პასუხობს მსახიობს ამერიკელი ტელეწამყვანი კეტი კურიკი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, კანონპროექტის წინააღმდეგ ცნობილი ვარსკვლავები მენდი მური, ალისა მილანო, ემი შუმერი, ბენ სტილერი და სხვები იბრძოდნენ. 

იხ. ფოტოკოლაჟი: