ბრიუს უილისი კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე ვილას 30 მილიონ დოლარად ყიდის - ვიდეო

17:11 04-12-2019
277

ჰოლივუდელი მსახიობი ბრიუს უილისი, კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე კომპლექსის გაყიდვას გეგმავს.

ONE

ცნობილია, რომ ამერიკელი კინომსახიობი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის  მოყვარულია. 

გახმაურებული ფილმის კერკეტი კაკალის ვარსკვლავი, ამჟამად ოფიციალურ ქორწინებაშია ემა ჰემინგისთან. მსახიობმა, რომელიც ლოს-ანჟელესში 9,8 მილიონი დოლარის ღიერებულების სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს აცხადებს, რომ კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე 30 მილიონად შეფასებული ვილა აღარ სჭირდება და გადაწყვიტა მისი გაყიდვა.

ONE
საცხოვრებელი ვილა, რომელიც 1250 კვ.მ-ზეა განთავსებული, უილისმა 2000 წელს დემი მურისთან განქორწინების შემდეგ შეიძინა. 
ONE

სახლის ღირებულება დღემდე უცნობია, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა კომპლექსის გაყიდვის ფასი - 30 მილიონი დაასახელა, რის მიხედვითაც კუნძულ ჰაიტთან ახლოს, პაროტ კეის კუნძულებზე მდებარე სახლების ღირებულების რეკორდული მაჩვენებელს გადააჭარბა.  

ONE

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უილისმა და ემა ჰემინგმა 2009 წელს, სწორედ ამ სახლში იქორწინეს, სადაც უამრავი სასიყვარულო და რომანტიკული დღეები გაატარეს. ვარსკვლავს, მუსიკოს კიტ რიჩარდსთან, დიზაინერ დონა კარანისთან და სუპერმოდელ ქრისტი ბრინკლინთან, რომლებიც კარიბის სამოთხის მეზობლები არიან, სავარაუდოდ დამშვიდობება მოუწევს.  

ONE

სახლი აზიურ სტილს წარმოადგენს, სადაც განთავსებულია - სასტუმრო ოთახები, 7 საძინებელი, სააბაზანო ოთახები, პავილიონი იოგისთვის და სხა საჭირო სათავსოები.

ONE
ყველაზე საინტერესო და სანახაობრივია, სანაპიროზე მდებარე მეკობრეების გემების პორტი. 
ONE

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა რამდენიმე წლის წინ Bedford Corners-ის საცხოვრებელი სახლი 12, 5 მილიონ დილარად გაყიდა. 

Bruce

იხ. ვიდეო:

ავტორი: რუსა ღვანიძე