ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე მადონას გაცნობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს - „არ ვუსმენ, თუმცა აუცილებლად გავიცნობ“

15:02 04-12-2019

„ევროვიზია 2019“-ის კონკურსის საფინალო კონცერტზე, თელ-ავივში, მადონა იმღერებს. „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკება ევროპის მაუწყებელთა კავშირსა და მომღერლის მენეჯმენტს შორის დასრულებულია და საბოლოოდ გადაწყდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავი ორ სიმღერას იმღერებს. ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსს თელ-ავივი 14, 16 და 18 მაისს მასპინძლობს. ამერიკელი მომღერალი 180-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე კი 18 მაისს წარსდგება. თელ-ავივის გამოცემის ინფორმაციით, მადონას ევროვიზიაზე გამოსვლა, კონკურსის ორგანიზატორებს, დაახლოებით ერთი მილიონი დაუჯდებათ

არტისტი თელ-ავივში ბოლოს 2012 წელს, საკონცერტო ტურნეს ფარგლებში იყო. 

პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, შედის თუ არა მადონა ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის - ოთო ნემსაძის ფავორიტი მომღერლების სიაში და გამოიყენებს თუ არა ის მეგავარსკვლავის გაცნობის შანსს.

ოთო ნემსაძე: - როგორც მომღერალი არ მიყვარს, არ ვუსმენ, ვუყურებ მხოლოდ. მაგრამ დიდ პატივს ვცემ, როგორც  დიდ არტისტს და შოუმეიქერს. თუ იქ იმღერებს, აუცილებლად გავიცნობ, შანსს არ გავუშვებ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია. და ლამაზი ქალია. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე