ახალი რეკორდი და ოქროს მედალი - რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძვის

18:47 04-11-2019
3

ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა. 

ამ დისციპლინაში დავითაძემ სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. პირველ ცდაზე ატაცში 165 კილოგრამი დაძლია. მეორე ცდაზე 167 კილოგრამის აწევით ოქროს მედალი გაინაღდა, ხოლო მესამე ცდაზე 170 კილოგრამის დაძლევით თავის წონით კატეგორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. 

სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას ამით არ წყვეტს. რამდენიმე წუთში ის უკვე შემდეგ კატეგორიაში, აკვრაში იასპარეზებს და მორიგი წარმატების მიღწევას შეეცდება. იმ შემთხვევაში თუ რევაზ დავითაძე აკვრაშიც მედალს მოიპოვებს ევროპის ჩემპიონი გახდება.