გიორგი ქობულია - ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს და შავ სიაში მოხვდეს

22:44 04-08-2019
160

ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს და ტელევიზორი და მოხვდეს შავ სიაში - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტვ ''იმედის'' ეთერში, გამკაცრებული ​საბანკო რეგულაციებისა და ამ რეგულაციების შესაძლო ცვლილებების შესახებ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. 

ამასთან, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ გადახედავენ რეგულაციებს თუ საჭიროება იქნება.

ჩვენ დაკვირვების შედეგებზე დამყარებით შევიტანთ კორექტირებას, თუ იქნება ეს საჭირო ამ რეგულაციებში. რაც მთავარია, ჩვენი თავად რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ის, რაც იყო. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს და ტელევიზორი და მოხვდეს შავ სიაში - განაცხადა გიორგი ქობულიამ