უნდა დამონტაჟდეს დეტექტორები, რომლებიც გაზის გაჟონვაზე რეაგირებს - არჩილ თალაკვაძე

14:58 04-07-2019
13

,,უნდა დამონტაჟდეს დეტექტორები, რომლებიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში განგაშის სიგნალს აგზავნის - უმრავლესობის ლიდერობა არჩილ თალაკვაძე ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე საუბრობს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პრობლემის მოგვარებაზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად იმსჯელებენ.

,,ბუნებრივი აირის საკითხი მოხმარების პროცესში არის კომპლექსური და ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.რა თქმა უნდა, მიმწოდებელი კომპანიაც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა პარლამენტში მსჯელობა,ახლა არის მომენტი როცა უნდა გავააქტიუროთ რეგულაციები და საუბარია საცხოვრებელში დამონტაჟდეს სპეციალური დეტექტორები, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს და რეაგირებას პირველი აკეთებს.ეს უნდა გახდეს სავალდებულო. როგორ შეიძლება მოხდეს ამის უზრუნველყოფა, უმოკლეს დროში და ვის ექნება ეს პასუხისმგებლობა, უახლოეს პერიოდში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვეტთ. - განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

აფეთქებისას 8 ადამიანი დაშავდა.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე