ელექტრომობილების პროექტი მაგალითის მიმცემი იქნება პოტენციური ინვესტორებითვის

23:08 04-06-2019
101

ელექტრომობილების წარმოება მაგალითის მიმცემი იქნება სხვა კომპანიებისთვის, მათ შორის, ელექტრონიკის წარმოებით დაკავებული კორპორაციებისთვის. ამას უყურებენ პოტენციური ინვესტორები და ეს პროექტი გახდება მაგალითი მათთვის, რომ საქართველო მზად არის ასეთი მსხვილი ინვესტიციების მისაღებად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ პროექტისთვის იბრძოდა რამდენიმე ქვეყანა და საქართველომ აბ ბრძოლაში გაიმარჯვა. ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს, ნიშნავს ექსპორტს, რადგან წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი იქნება ექსპორტირებული ევროკავშირში. ეს ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან ასეთ შედეგებს უკვე იძლევა, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების წარმოებაში რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

თავდაპირველად, კომპანია შემოიტანს მანქანების შემადგენელ ნაწილებს, რომელთა მონტაჟიც და აწყობაც საქართველოში მოხდება, შემდეგ კი უშუალოდ ამ შემადგენელი ნაწილების წარმოების ლოკალიზებაც განხორციელდება. ქუთაისში, ელექტრომობილების წარმოება დიდ ბიძგს მისცემს მის ირგვლივ სხვა წარმოებების განვითარებას, რომლებიც ჩართული იქნებიან აღნიშნული საწარმოსთვის სერვისების გაწევით, დამკომპლექტებელი ნაწილების მიწოდებით და ა.შ. ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის აღორძინებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ს, aicar-ი aipower-სა და aiproduction. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია Aigroup-სა და კომპანია Changan-ს შორის, რის საფუძველზეც შეიქმნება პირველი ქართული ელექტრომობილი, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.