აბაშაში, სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

19:49 04-05-2019
996

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში სავარაუდოდ მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა და მერე თავი მოიკლა.

ინფორმაციას ადასტურებს სამიქაოს სოფლის რწმუნებული ზაზა ვეკუა.

„შემთხვევა სამი საათის წინ მოხდა. ბიჭიკო არველაძე შევიდა გვერდით მეზობელთან სადაც იმყოფებოდა კიდევ მეზობელი ნუგზარ მიქაძე, სავარაუდოდ ბიჭიკოს მოუვიდა შელაპარაკება ნუგზართან.

ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს“,- ამბობს სოფლის რწმუნებული. ვეკუა აცხადებს, რომ გარდაცვლილები 1960 და 1968 წელს დაბადებული, აბაშის მკვიდრები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს,ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს,რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ავტორი: თეა შონია