კონორ მაკგრეგორი შესაძლოა გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლონ

17:45 03-27-2019
135

UFC-ის დაუმარცხებელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი, შესაძლოა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს.

სპორტსმენი, რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ყურადღების ეპიცენტრშია. გუშინ, კონორმა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ, განცხადება გააკეთა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შერეული ორთაბრძოლების მებრძოლს, გაუპატიურების ფაქტზე გაასამართლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამომცემლობა New York Timesავრცელებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, გოგონა, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებს, აცხადებს, რომ 2018 წლის დეკემბერში ქალაქ დუბლინში, სასტუმრო Beacon-ში მომხდარი ინციდენტის დროს, მაკგრეგორის მხრიდან, გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

NY Times-ის წყარო ადასტურებს, რომ სპორტსმენი ზუსტად იმ პერიოდში, სასტუმრო Beacon-ში ნამდვილად იმყოფებოდა.  

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, მაგრამ კონორს ბრალდება ჯერჯერობით ვერ წარუდგინეს, რადგან ბრალდებულის საქმეში ამ ეტაპზე, დამამტკიცებელი ფაქტები არ იკვეთება.   

წყაროს ვარაუდით, კონორის სპორტიდან წასვლა, სწორედ ამ სკანდალს უკავშირდება.  

შეგახსენებთ, რომ 11 წელია მაკგრეგორი და დი დევლინი, ოფიციალურ ქორწინებაში არიან და ორ შვილს ზრდიან. 

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე