თბილისელ "კანონიერ ქურდს" დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავებიან

16:27 03-26-2019
1012

„primecrime.ru”-ს ინფორმაციით, კრასნოდარის მხარის საგამოძიებო დეპარტამენტმა, გადასახადების დამალვის გამო სისხლის სამართლის საქმე ე.წ. კანონიერ ქურდის თენგიზ დუოევის (მეტსახელად გოჩო) წინააღმდეგ აღძრა.

თენგიზ დუოევი თბილისში დაბადებული და გაზრდილი „კანონიერი ქურდია“, რომელიც სოჭში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დასახლდა. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი „გოჩო“ სოჭში მოქმედ კრიმინალებს შორის ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

დუოევს გამოძიება, სოჭში, კაზინოში მოგებული  დიდი ოდენობით თანხის არადეკლარირების გამო ედავება. საქმე ეხება  2.4 მილიონ რუბლს.

თენგიზ დუოევი, თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში სამართალდამცავებისგან თავის დაძვრენას გაყალბებული დოკუმენტების საშუალებით ახერხებდა.

ე.წ. კანონიერი ქურდი აღნიშნული ბრალდების გამო შესაძლოა ერთი წლით დააპატიმრონ ან ციხეს ჯარიმის გადახდით დააღწიოს თავი.