ავჭალაში პოლიციის შენობის წინ სუპერმარკეტი „სპარი“

17:47 03-20-2019
39

ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, პოლიციის შენობის წინ, სუპერმარკეტი „სპარი“ დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან პროდუქციაა წაღებული. მომხდარზე შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ორი პირი: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.