დემნა გვასალიას ჰუდები რუსული წარწერით, ბრიტანულმა მაღაზიამ გაყიდვიდან ამოიღო

14:57 03-11-2019
640

ბრიტანულმა მაღაზიამ Harrods, გაყიდვიდან ამოიღო დემნა გვასალიას ჰუდები, რომელსაც რუსულ ენაზე  წარწერა иди на х*й ჰქონდა.  ცნობილია, რომ ეს ჰუდი, დემნა გვასალიას Vetements-ის კოლექციიდანაა, რომელიც ქართულ თემატიკას ეძღვნებოდა. ამის შესახებ, გამოცემა The Sun-ი წერს.

ჰუდი, წარწერით иди на х**,  680 ფუნტ სტერლინგად იყიდებოდა (დაახ. 2,363 ლარი). რუსმა ჟურნალისტმა მაქს სედონმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა,  რომ Harrods-ი, რომელიც ყიდის ჰუდებს ქართული ასოებით“, უკომპრომისო დამოკიდებულებას გულისხმობს. სინამდვილეში, აქ რუსულად წერია Go fuck yourself“ - წერს სედონი.   

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალიამ, 2019 წლის კოლექციაში არსებული მაისური წარწერით иди на х*й, რამდენიმე ხნის წინ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.  

ფოტოს, სოციალურ ქსელში, საზოგადოების მხრიდან, უამრავი კომენტარები მოჰყვა. მათი უმრავლესობა რუსები იყვნენ, თუმცა ისეთებმაც გამოთქვეს საკუთარი აზრი, ვისაც ახალი კოლექცია მოეწონა და სამოსის ტარების სურვილი გამოთქვა. 

დემნა გვასალიას კოლექციაში არსებული მაისური წარწერით - иди на х*й -  390 ევრო ღირს. 

იხ ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე