პოლიტსაბჭოს შემდეგ ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

18:05 02-20-2019
246

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას თანაგუნდელები პრაიმტაიმთან ადასტურებენ, რომ ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ეკა ბესელია პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, სწორედ ხვალინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და ეს დამოკიდებულია იმაზე, მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.

ბესელიას გუნდის უმრავლესობიდან წასვლის შემთხვევაში, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.