“დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე დაველოდებით წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას“-ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი

14:50 02-20-2019
116

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი,მღვდელი დიმიტრი ვეკუა "პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს,რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპარქიაში არ უმსჯელიათ.

„ადმინისტრაციულად და ასევე სამსახურებრივად არ გვეხება ეს საკითხი. ჩვენს ეპარქიაში არ გვიმსჯელია. ვისაც ეხება ეს საკითხი, ისინი გადაწყვეტენ. ჩვენი ეპარქია დაელოდება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას და თუ საჭირო გახდა, მერე გავაკეთებთ განცხადებას“,- განმარტა მან.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით: ჰიპერტონიული კრიზი,თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით, მე-9 პენიტენციური დაწესებულებიდან,ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს. დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე,2017 წლის 10 თებერვალს სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

 

ავტორი: თეა შონია