დეკანოზი გიორგი მამალაძე ,,ავერსის'' კლინიკაში გადაიყვანეს

13:36 02-17-2019
168

რამდენიმე წუთის წინ, დეკანოზი გიორგი მამალაძე ,,ავერსის'' კლინიკაში გამოკვლევებზე გადაიყვანეს.ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს'' გიორგი მამალაძის ადვოკატმა განუცხადა.

ორი დღის წინ, გიორგი მამალაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გადაწყვეტილებით მე-9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

მანამდე კი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა, 4 თებერვალს თბილისში, საპატრიარქოს შენობასთან აქცია გამართეს. ისინი დაკავებული დეკანოზისთვის საპატიმროში ზიარების უფლებას მოითხოვდნენ. 5 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი მამალაძის ზიარება, ნებისმიერ მღვდელმსახურს შეეძლო.

გუშინ კი, ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.

შეგახსენებთ,გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.