ჯენიფერ ენისტონმა 50 წლის იუბილე ბრედ პიტთან ერთად აღნიშნა (ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი)

13:24 02-12-2019
1018

11 თებერვალს, ჰოლივუდის მსახიობს ჯენიფერ ენისტონს, 50 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავმა, რომელიც ყველა დროის ყველაზე სექსუალურ ქალად არის აღიარებული, საიუბილეო საღამო, მეგობრების წრეში აღნიშნა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუბილეს, ბრედ პიტიც ესწრებოდა. 

ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბრედ პიტმა, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, გადაწყვიტა ჯენიფერთან, მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინა. რამდენიმე ხნის წინ, წყვილის შერიგების შესახებ, ინფორმაციაც კი გავრცელდა. 

პორტალ Dailymail-ის ინფორმაციით, 8 თებერვალს ბრედი, ლოს-ანჯელესის სასტუმრო Sunset Tower-ში, წინა სადღესასწაულო  სამზადისის დროს, ჯენიფერთან ერთად დააფიქსირეს. როგორც ჩანს, მსახიობმა, დაბადების დღის იუბილეს აღნიშვნა, დასვენების დღეს გადაწყვიტა. 

ჯენიფერის იუბილეზე, ბრედ პიტი, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი, რესტორანში, მოტოციკლით მივიდნენ.

საინფორმაციო წყაროს ცნობით, 15 წელია წყვილი, ერთად აღარ უნახავთ. რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ხმები, ჯენიფერის და ბრედის რომანის შესახებ, რომელიც ვარსკვლავებმა, არ დაადასტურეს. 50 წლის ენისტონი და 55 წლის პიტი, 13 წელია ერთად აღარ უნახავთ. 

ბრედის გარდა, იუბილეს ესწრებოდნენ ელენ დეჯენერსი, რიზ უიზერსპუნი, კეტი პერი, ბარბარა სტრეიზანდი, დიანა კიტონი, კეიტ ჰადსონი, დემი მური, სინდი კლოფორდი, გვინეტ პელტროუ, ჯორჯ კლუნი, მეუღლესთან, ამალთან ერთად და სხვა ცნობილი ვარსკვლევები.   

შეგახსენებთ, რომ პიტი და ენისტონი, 1998 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და 2000 წელს კი, დაქორწინდნენ. ვარსკვლავურმა წყვილმა, განქორწინების შესახებ ინფორმაცია, 2005 წლის იანვარში გაავრცელეს.   

გთავაზობთ, პორტალ Dailymail-ის ექსკლუზიურ ფოტოებს, ჯენიფერ ენისტონის 50 წლის იუბილედან. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

ავტორი: რუსა ღვანიძე