ბაბლუანების ინიციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლა გაიხსნება

16:23 02-11-2019
2061

მამა-შვილი თემურ და გელა ბაბლუანები ახალ პროექტზე მუშაობენ მუშაობენ. მათი ინიციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლას ჩაეყრება საფუძველი და ის, ფრანგული კინოაკადემიის ესეკის ანალოგი იქნება. 

imedinews.ge-ს ინფორმაციით, მულტიფუნქციური სკოლის მშენებლობის პროცესში, ოჯახთან ერთად ჩართულია, გელა ბაბლუანის მეგობარი, იურისტი და კინოინვესტიციების მოზიდვების სპეციალისტი, იუბერ კაიარდიც. სწორედ, კაიარდთან ერთად გადაიღო გელა ბაბლუანმა, ამერიკასა და ევროპაში აღიარებული ლეგანდარული 13, მემკვიდრეობა და ფული. 

 უძველესი ფრანგული კინოაკადემიის  -  ბაბლუანების მომავალ კინოსკოლასთან, ესეკის გარდა, თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს, მსოფლიოში უდიდესმა კინოტექნიკის გამქირავებელმა და მწარმოებელმა კომპანიებმა პავიოზნმა და არიფლიქსმაც. 

ინტერნაციონალური პროფესიული სასწავლებელი, ყოველწლიურად 300-მდე ქართველ და ევროპელ სტუდენტებს მიიღებს. 4 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, კინოაკადემიის ცენტრალური სასწავლებელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები, სტუდენტების საცხოვრებელი, მოწვეული პედაგოგებისთვის სასტუმრო, კინობაზა - ორი გადასაღები პავილიონი, ასევე ტენისისა და კალათბურთის მოედნები აშენდება. სტუდენტებს, წლის განმავლობაში მასტერკლასებს, 4-5 ცნობილი რეჟისორი ჩაუტარებს.

ქართულ - ფრანგულ მულტიფუნქციურ სკოლაში, სტუდენტები, 17-მდე სპეციალობას დაეუფლებიან, მათ შორის რეჟისურას, პროდიუსინგს, მარკეტინგსა და კომუნიკაციებს.  როგორც ბაბლუანები აცხადებენ, გამორჩეულ და ნიჭიერ სტუდენტებს სწავლას, სკოლა დაუფინანსებს.   

კინოხელოვნების სკოლის კონცეფციას მამასთან და ძმასთან, ოლგა ბაბლუანიც ქმნის. ის, კომუნიკაციების დაგეგმვასა და მედიაში შეძენილი გამოცდილების კინოხელოვნების სკოლის სტუდენტებისთვის გაზიარებას გეგმავს. 

კავკასიის რეგიონული კინოსკოლის მშენებლობა, წელს განახლდება და 2020 წელს, სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს.

ავტორი: რუსა ღვანიძე