ვანო ზარდიაშვილი კოლეგებს ცილისწამებაში ადანაშაულებს

12:22 02-11-2019
58

„ეს არის აბსურდული, ეს არის თითქმის შეუძლებელი,“- ასე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, მართავს თუ არა სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ვინც იცნობს კონსტიტუციას და ერკვევა კანონში ყველამ  იცის, რომ სასამართლო სისტემის ე.წ. ფარული ხელით მართვა გამორიცხულია, შესაბამისად  მის მიმართ წამოყენებული ბრალდებები პოლიტიკური ცილისწამებაა.

ზარდიაშვილი, მოსამართლეებთან მის კავშირს მხოლოდ მეგობრობით ხსნის და კიდევ ერთხელ უარყოფს კავშირს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესთან.