"ნაცებს მე რომ დავუპირისპირდი 2004 წელს, თქვენი ზოგიერთი წევრი მათ ყავას უდუღებდა ყოველ დღე" - ანა დოლიძე

14:34 02-06-2019
705
თეგები: ანა დოლიძე

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეხმაურება და წერს:

"წავიკითხე პოლიტსაბჭოს განცხადება. რეალობის არაადექვატურია. კიდევ ყველა ბუჩქის უკან ნაცები არიანო, გაიძახიან. იგივე სცენარით უნდათ ფონს გასვლა "მიშა ბუაა" ძახილით. არადა ნაცების ნარჩენ მოსამართლეებს უდგანან გვერდში. რა კარგად ჩანს როგორ აწყობს ოცნებას ნაციონალური მოძრაობა და როგორ ეშინია ვინმეს გამოჩენის ვინც ნაცი არ იქნება. ყოველ დღე დილიდან საღამომდე სასამართლოზე ტელევიზორში ვართ ბოლო ერთი წელია და ამათ კიდევ ნაცებიო. ნაცებს მე რომ დავუპირისპირდი 2004 წელს თქვენი ზოგიერთი წევრი მათ ყავას უდუღებდა ყოველ დღე",- წერს დოლიძე