ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

მეწყერი

საზოგადოება 1714925651

საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კვარაცხელია

სპორტი 1714924517

კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.იტალიური გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების ლიდერი „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ არის.„ხვიჩა კვარაცხელიამ ტრენაჟორების დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა, მას კუნთის ტრავმა გაუმწვავდა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა გარისკვას მოერიდა. ამის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვიჩა უდინეში გაემგზავროს და გუნდს „უდინეზესთან“ მოახლოებულ თამაშში დაეხმაროს“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.

ბერნანდ ჰილი

კულტურა 1714923947

„ბეჭდების მბრძანებლის“ და „ტიტანიკის“ ვარსკვლავი, ბერნარდ შოუ გარდაიცვალა

ინგლისელი მსახიობი, „ბეჭდების მბრძანებლის“ და „ტიტანიკის“ ვარსკვლავი ბერნარდ ჰილი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, ჰილი 79 წლის იყო. მისი გარდაცვალების ფაქტი მსახიობის აგენტმა ლუ კოულსონმა დაადასტურა.ჰილი 1944 წელს, მანჩესტერში დაიბადა. პირველი როლი, რომელმაც პოპულარობა მოუტანა მან BBC-ს დრამაში „ბიჭები ბლექსტაფიდან“ შეასრულა. თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლები კი ჰილმა ოსკარების რაოდენობით რეკორდსმენ ფილმებში - „ტიტანიკსა“ და „ბეჭდების მბრძანებელში“ შეასრულა. 1997 წლის „ტიტანიკში“ მან ლეგენდარული გემის კაპიტანი განასახიერა, ტოლკინის ლეგენდარული ნაწარმოების ეკრანიზაციაში კი როჰანის მეფე თეოდენი.

ლოცვა

საზოგადოება 1714923004

უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ... - ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა

რამდენიმე წლის წინ პატრიარქმა მრევლს მშობლებისთვის დაწერილი ლოცვა წაუკითხა. პატრიარქმა დალოცვის წესიც განმარტა და მშობლებს მოუწოდა, რომ ლოცვისთვის უნდა მოემზადონ.„ჩვენ შევადგინეთ ტექსტი და ასეთი წესი იქნება. ბავშვს ან შვილს დააყენებთ მუხლებზე იმ ხატის წინაშე, რომლითაც ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას. ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ.აი, ამიტომ თქვენ დიდი ყურადღებით უნდა მოიქცეთ. თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ შვილს, მშობლები უნდა მოემზადონ. მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში ერთი დალოცვა იქნება, ერთხელ მხოლოდ, ამიტომ დღეს შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მოსცეს, აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიაში წერია, ერთ-ერთი მცნება: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.ბედნიერება მოგანიჭოთ თქვენ უფალმა და მთელს საქართველოს, ყოველ ქართველს რომელიც უცხოეთში და ყველას მკვიდრთა საქართველოსათა", - ბრძანა პატრიარქმა."ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალი ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმინდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაეფარა შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.ლოცვითა და მეოხებითა ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!" - ბრძანა პატრიარქმა.

მეგობრები

რჩევები 1714922242

როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური მეგობრები

თუ ფიქრობთ, რომ გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობას ხშირად უარყოფითი ემოციები მოაქვს, შეიძლება გყავდეთ ტოქსიკური მეგობრები. ასეთი ადამიანების ამოცნობის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია: ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ ნერვები და დროულად დაასრულოთ ტოქსიკური მეგობრობა.როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური მეგობრები?არ გრძნობთ მათგან მეგობრულ მხარდაჭერასტოქსიკური მეგობრები ყველაზე ხშირად საუბრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე, თქვენი საქმეებით დაინტერესების გარეშე. როცა თავს ცუდად გრძნობენ, თქვენგან დახმარებას ელიან, მაგრამ როცა თქვენ გრძნობთ თავს ცუდად, ისინი არ ჩქარობენ დახმარებას. მათი პრობლემები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი.თუ გრძნობთ, რომ იმაზე მეტს აძლევთ, ვიდრე იღებთ, უმჯობესია ურთიერთობა შეწყვიტოთ.ვერ იღებენ უარსხშირად, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ ვახერხებთ მეგობრისთვის ხელის გაწვდენას. თუ ამ დროს თქვენი მეგობარი განაწყენებულია და გადანაშაულებთ ეგოიზმში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის თქვენთან მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ურთიერთობს.კარგი მეგობრები თანაუგრძნობენ ასეთ სიტუაციებს და არ მოითხოვენ თქვენგან მსხვერპლს.არ უხარიათ თქვენი მიღწევებიმეგობრობის საუკეთესო ნაწილი წარმატებებისა და მხიარული მოვლენების ერთად აღნიშვნაა. თუმცა, ტოქსიკური მეგობრები სხვაგვარად ფიქრობენ: მათთვის მეგობრობა ყოველთვის კონკურენციაა. თქვენი წარმატება მათ არა თუ ახარებთ, არამედ აღიზიანებთ კიდეც. ისინი ეჭვიანობენ თქვენს მიღწევებზე და ზოგჯერ არც ცდილობენ ამის დამალვას.კარგი მეგობარი არის ის, ვინც ყოველთვის ბედნიერია შენი წარმატებებით.მათთან საუბრის შემდეგ თავს დაღლილად გრძნობთმეგობრობა არ უნდა იყოს ემოციური ატრაქციონი. თუ მეგობართან ურთიერთობის შემდეგ უარყოფითი ემოციები გიპყრობთ თავს დაღლილად გრძნობთ, ღირს დაფიქრდეთ, გჭირდებათ თუ არა საერთოდ ასეთი მეგობრობა.ნამდვილი მეგობრები, როგორც წესი, ცდილობენ გაახალისონ ერთმანეთი. თუ კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაცია განადგურებს, ეს დიდი ალბათობით ტოქსიკური მეგობარია.არ იცავენ საზღვრებსარის სიტუაციები, როცა რაღაცის გაკეთება არ გინდათ: საშინელებათა ფილმზე წასვლა, წვეულებაზე ალკოჰოლის მიღება ან პირადი ცხოვრების დეტალების მოყოლა. კარგი მეგობარი არასოდეს დაგაძალებთ ამას, ის პატივს სცემს თქვენს საზღვრებს.ტოქსიკური მეგობარი კი ცდილობს უარი გათქმევინოთ თქვენს პრინციპებზე და დააკმაყოფილოთ მისი სურვილები. შეეცადეთ დროულად ამოიცნოთ ეს ქცევა, რათა არ გახდეთ მანიპულაციის მსხვერპლი.კარგავთ ნდობას მის მიმართტოქსიკურმა მეგობრებმა შეიძლება გიღალატონ საკუთარი მიზნების გამო. ასეთი ადამიანები მეგობრულ ურთიერთობებს აღიქვამენ, როგორც კონკურენციას, ამიტომ სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლიათ თქვენს ზურგს უკან განიხილონ და უცნობებსაც კი მოუყვნენ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ. ნამდვილი მეგობრები ინახავენ ჩვენს საიდუმლოებებს და რჩებიან ჩვენს ერთგულ მესაიდუმლეებად. თუ ფიქრობთ, რომ ვინმე თქვენს შესახებ ჭორებს ავრცელებს, ეს თქვენი მეგობრების სიის გადახედვის მიზეზია.და ბოლოს, მართალია არანაირ ურთიერთობაში გარანტიები არ არსებობს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით თქვენი მეგობრების ქცევებს თუ დამოკიდებულებებს, იმის გარანტია მაინც გექნებათ, რომ დროულად ჩამოშორდეთ ყალბ ადამიანებს.