WHO: „მსოფლიო გრიპის მორიგი პანდემიის წინაშე აღმოჩნდება“

16:01 01-23-2019
1444

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) 2019 წლის 10 გლობალურ საფთხეს ასახელებს. მათ შორის ერთ-ერთი გრიპის პანდემიაა.

„მსოფლიო გრიპის მორიგი პანდემიის წინაშე არმოჩნდება. თუმცა არ ვიცით ეს როდის მოხდება და რამდენად მწვავე იქნება,“- ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში.

WHO განმარტავს, რომ  პოტენციური პანდემიური შტამის აღმოსაჩენად იგი გრიპის ვირუსებს მუდმივ მონიტორინგს უწევს. ამ საქმეში ჩართულია 114 ქვეყნის 153 დაწესებულება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველწლიურად გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი შტამები უნდა შეიყვანონ სეზონური გრიპის ვაქცინაში.

პანდემიური პოტენციალის მქონე გრიპის ახალი შტამის გამოჩენის შემთხვევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, თავის პარტნიორებთან ერთად, უზრუნველყოფს ეფექტურ და თანაბარ წვდომას შესაბამის დიაგნოსტიკაზე, ვაქცინაციასა და ანტივირუსულ საშუალებებზე. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განვითარებად ქვეყნებს.

ავტორი: მარიამ გიგანი