ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

სვანეთი

საზოგადოება 1715006501

,,მოლოდინებზე ვერაფერს გეტყვით - ისეთი სიტუაციაა, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ“ - მეოთხე დღეა, სვანეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

უკვე მეოთხე დღეა, სვანეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ორ დაკარგულ ახალგაზრდას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.გუშინ, მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. მასთან ერთად, ავტომობილში კიდევ ორი მოზარდი - გიორგი ვიბლიანი და საბა გვარმიანი იყო.მე-12 კლასელები სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, მანქანა მოსრიალდა და მდინარე ნაკრაში გადავარდა. მას შემდეგ, სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან ადგილობრივებიც.,,ერთი ვიპოვეთ და ორს ვეძებთ. მოლოდინებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ისეთი სიტუაციაა, რომ [წინასწარ] ვერაფერს განსაზღვრავ“ - განაცხადა ადგილობრივმა.

აბიტურიენტი ტელეფონი

ჰოროსკოპი 1715005638

დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე

ნუმეროლოგიის თანახმად, ციფრები მხოლოდ ჩვენს ხასიათზე კი არ მოქმედებენ, არამედ, იმ მოვლენებსაც განსაზღვრავენ, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება. შესაძლებელია, თქვენი ტელეფონის ნომერი იყოს იმის მიზეზი, რომ ბიზნესში წარმატებას ვერ მიაღწიეთ, ან პირადი ცხოვრება არ აგეწყოთ… გაიგეთ, რა შინაარსის მატარებელია თქვენი ტელეფონის ნომერი და თითოეული ციფრი.იმისთვის, რომ საკუთარი ტელეფონის ნუმეროლოგიური ნომერი განსაზღვროთ, უნდა შეკრიბოთ მისი ყველა ციფრი და მიღებული შედეგის ციფრები დააჯამოთ. მაგ., 557 24 40 11 ნომრის (ნომერი მოგონილია) ნუმეროლოგიური ნომერი იქნება: 5+5+7+2+4+4+0+1+1=29; 2+9=11; 1+1=2ამ მარტივ ციფრს (ამ შემთხვევაში – 2-ს), გარკვეული აზრი და დატვირთვა გააჩნია და ის, ნუმეროლოგიის მიხედვით, ჩვენს ბედ-იღბალზე მოქმედებს.გაეცანით თითოეული ნომრის მნიშვნელობას:1 – საუკეთესო ნომერია ბიზნესმენების და კარიერისტებისთვის. თუმცა, არც ისე იღბლიანია მათთვის, ვინც თავის მეორე ნახევრის ძიებაშია.2 – ეს ნომერი რომანტიზმის მატარებელია და იდეალურად ერგება ადამიანებს, ვინც სიყვარულზე ოცნებობს და ასევე, კარგია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.3 – მწერლებისთვის და იმ ადამიანებისთვის არის, ვისი სამუშაოც ამბების შეთხზვას უკავშირდება. მაგრამ, თუ პიროვნება ამბიციურია და გარკვეული მიზანი აქვს, უმჯობესია, სხვა ნომერი აირჩიოს. სრულად

მიხეილ ლომთაძე

სპორტი 1715004840

ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ საფეხბურთო კლუბ Wycombe Wanderers-ის აქციების 90% იყიდა

ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. კერძოდ, Feliciana EFL Ltd-მა მის მფლობელობაში არსებული აქციები მიხეილ ლომთაძის საკუთრებაში არსებულ კომპანია Blue Ocean Partners II Limited-ს გადასცა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლუბი ვებგვერდზე თავად ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ლომთაძე, ედუარდ ვიშნიაკოვსა და დენ რაისთან ერთად კლუბის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.„დიდი პატივია, რომ მერგო შესაძლებლობა, კლუბი წინ წავწიო და Wycombe Wanderers-ის წარმატებული მომავლის ნაწილი ვიყო. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით. საფეხბურთო სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენი პრიორიტეტი იქნება მონაცემთა ანალიტიკისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება კლუბის მუშაობის ახალ დონეზე გადასაყვანად. მე ასევე მჯერა ახალგაზრდების განვითარების - ეს იქნება კლუბის ძირითადი ხედვა“, - განაცხადა მიხეილ ლომთაძემ. ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის მფლობელია. ის Bloomberg-ისა და fobres-ის მილიარდერთა სიაში გვხვდება.ამ დროისთვის ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 532-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 5.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა.რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს, აქ ლომთაძე 6.19 მლრდ დოლარის ქონებით 459-ე პოზიციაზეა.რაც შეეხება Wycombe Wanderers, ის 1887 წელს ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში დაარსდა. transfermarkt-ის მონაცემებით, კლუბის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 8.4 მილიონ დოლარს შეადგენს.წყარო

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1715003975

ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა "რუსულს" იტყოდა, როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

მათი "არგუმენტი" იყო, ეს არის რუსული კანონი, რუსულში ასე წერია, თქვენთანაც ასე ხომ არ წერია, ანუ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა "რუსულს" იტყოდა, - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების რეაქციას.მისი განცხადებით, ერთადერთი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის მიხედვით ევალებათ, არის ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციის შევსება, თუმცა, ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ გარკვეული თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და კანონის მოწინააღმდეგეები გადაფარებული არიან შავ ფულს."ერთადერთი, რაც ამ ორგანიზაციებს ევალებათ, ეს არის ყოველწლიურად, მომდევნო წელს წინა წლის, საფინანსო დეკლარაციის შედგენა, რა თანხები მიიღეს, მიზნობრიობა როგორი იყო, რაში დაიხარჯა კონკრეტულად. შემოსულა ჩვენს ქვეყანაში თანხები, რომლებიც დახარჯულა არამიზნობრივად და როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს." - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მცხობლები

მსოფლიო 1715003880

ფრანგმა მცხობელებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 143.5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს

საფრანგეთის ქალაქ სურესნში, პარიზის მახლობლად, ფრანგმა მცხობლებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 143.5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს და ამით რეკორდი დაამყარეს. ყველაზე გრძელი ბაგეტის წინა რეკორდი იტალიელ მცხობლებს ეკუთვნოდათ.როგორც ცნობილია, ბაგეტის გამოცხობას დაახლოებით 10 საათი დასჭირდა. ღონისძიების დასასრულს, რეკორდული სიგრძის ბაგეტი უსახლკაროებს დაურიგდათ.მცხობლების გუნდი, რომელმაც 143.5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხო, 18 წევრისგან შედგებოდა. გუნდმა ყველაზე გრძელი ბაგეტის წინა რეკორდი 10 მეტრით გააუმჯობესა. რეკორდული ბაგეტი მცხობლების და კონდიტრების ფრანგული კონფედერაციის დღეს გამოაცხვეს. მცხობელების თქმით ბაგეტის ცომი 152 კილოგრამს იწონიდა.