"ბავშვები წავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, კი..." - საცობი ბაკურიანში

14:55 01-10-2019
6948


თეგები: ბაკურიანი

სოციალური ქსელის მომხმარებლები ბაკურიანში ავტომანქანების ჭარბ რაოდენობას აპროტესტებენ.

"ბავშვები წავიყვანოთ ბაკურიანში, სუფთა ჰაერზე, კი..", - ამ სათაურით გამოაქვეყნა "ენერგოპროჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ფოტო, სადაც ბაკურიანში შექმნილი საცობია აღბეჭდილი. 

ავთო დვალიშვილის ფოტოს პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სანამ ბაკურიანში ჩასული მანქანების მოძრაობა არ აიკრძალება და ეკო მანქანები არ იქნება სულ ეს ბალაგანი, გამონაბოლქვი და უბედურება იქნება".