გიორგი სიხარულიძის „მამული“ სანდენსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

13:20 12-05-2018
25

გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამული“ სანდენსის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. 

ნოემბერში გიორგი სიხარულიძემ საფრანგეთში, არასის მე-19 კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „პანოპტიკონის“ სცენარის საუკეთესო პიჩინგისთვის აიღო.