რა მიზეზით მიიწვია ელისაბედ II-მ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის დედა შობის დღესასწაულზე

17:09 11-07-2018
956

საზოგადოების დიდი ნაწილი, უკვე იწყების შობის დღესასწაულისთვის მზადებას!  ტრადიციულად, ბრიტანეთის სამეფოს დედოფალი ელისაბედ II,  ყოველწლიურად ემზადება ამ უდიდესი საუფლო დღესასწაულისთვის და სანდრინჰემში, ყველას ეპატიჟება. წლევანდელ სადღესასწაულო სუფრას, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ადგილი დაემატება.    

ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლის დედა, დორია რეგლანდი, შობის დღესასწაულს, სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდება. შეგახსენებთ, რომ კეიტ მიდლტონის მშობლებს, ჯერ არ ჰქონიათ პატივი, რომ სამეფო ოჯახთან ერთად, დღესასწაულს დასწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, მეგანის დედა, მხოლოდ იმ მიზეზით მიიწვია სასახლეში, რომ მეგანს, რომელიც ახლო მომავალში დედა გახდება, ინგლისში მის გარდა, ახლობელი არ ჰყავს.  

დორია, ასევე იყო მიწვეული უინძორის სასახლეში, იმ დროს, როცა მეგანის და პრინცის ქორწილის ცერემონიის დაგეგმვა გადაწყდა. დედოფალმა დორიასთან ისიც კი შეათანხმა, მოეწვიათ თუ არა, მეგანის მამა ქორწილში.  

რეგლანმა, უკვე მოასწრო, პრინც ჩარლზთან დამეგობრებაც. სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ უელსის პრინცის წყალობით გახდა, საპატიო სტუმარი, მისი შვილის ქორწილში. 

მეგანს და დორიას, ბრწყინვალე დედა-შვილური ურთიერთობები აქვთ. რამდენიმე ხნის წინ, სწორედ დედა უწევდა კომპანიონობას მეგანს, საქველმოქმედო ვახშამის დროს, საკუთარი "კულინარიული წიგნის" პრეზენტაციაზე.

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე