ჯიქიაზე კორპუსის ლიფტი მოწყდა - ლიფტში ცხრა ადამიანი იჯდა (ფოტოები)

15:15 10-07-2018
16950

გუშინ, ღამით ჯიქიაზე, კორპუსის ლიფტი მოწყდა,რომელშიც რვა ირანის და ერთი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა,- ამის შესახებ, ,,პრაიმტაიმს'' ინფორმაცია ერთ-ერთმა თვითმხილველმა  მიაწოდა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ლიფტს წონის მუხრუჭი არ უმუშავებდა და ლიფტის ჩავარდნა, სწორედ, ამან გამოწვია. 

​,,შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ლიფტი ოთხ ადამიანზეა გათვლილი. თუმცა, მაგ დროს 9 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ლიფტს წონის მუხრუჭი არ ჰქონია. უბედური შემთხვევაც, სწორედ ამიტომ მოხდა,'' - აღნიშნა თვითმხილველმა. 

,,პრაიმტაიმი'' ამ დროისთვის სხვა დეტალების გარკვევას ცდილობს.