წყლის ქვეშ გადაღებული საოცარი ფოტოები ბაროკოს მხატვრობის სტილში

21:50 09-25-2018
93

ჰავაელი ფოტოგრაფი კრისტი ლი როჯერსი მთელი ცხოვრება წყლით იყო გატაცებული და მისი უკანასკნელი ნამუშევარი „მუზები“ საუცხოოდ ასახავს ამას. როჯერსის სტილი და ტექნიკა უნიკალური ფოტოების მიღების საშუალებას იძლევა. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებს დრამატულობით მე-17 საუკუნის მხატვრობას ადარებენ.

 

„წყალთან გავიზარდე, კუნძულზე და მასში უამრავ რამეს ვარჩევ: როგორც თავისუფლებასა და სიმშვიდეს, ასევე დაძაბულობასა და ქაოსს. ჩემს შთაგონებად უამრავი რამ იქცა: ძველი ფოლკლორი, ბერძნული მითოლოგია, ტოლკიენის წიგნები, მიქელანჯელო, რენესანსი, ფელინის ფილმები, ბაზ ლურმანის კოსტიუმები, ჰანს ზიმერის მუსიკა. მაგრამ, მთავარი შთაგონება ადამიანის სიგიჟე და სილამაზეა, მათ შორის ჩემი.“

 

ფოტოგრაფს სურდა თავისი სურათებით ადამიანები ისეთ ადგილას წაეყვანა, სადაც არ უმოგზაურიათ. "მინდოდა რომ ეგრძნოთ და გაეაზრებინათ“-აცხადებს კრისტი ლი.