"თქვენ ხართ ადამიანების გამაუპატიურებლები" - ინციდენტი, რომლის გამოც წამყვანებმა გადაცემა შეაჩერეს (ვიდეო)

22:00 09-21-2018
4231

ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "პირველები" საინიციატივო ჯგუფის წევრი კობა დავითაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მაია ორჯონიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარი ინციდენტის გამო წამყვანებმა გადაცემა შეაჩერეს. 

"ვერასდროს ვერ დაბრუნდებით თქვენ... ქალბატონი აღარ ხართ, თქვენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხართ", - ასე მიმართა კობა დავითაშვილმა მაია ორჯონიკიძეს, რაზეც ორჯონიკიძემ უპასუხა: "მე ვარ ჩვენი ქვეყნის წარმომდგენელი".

კობა დავითაშვილი კი უპასუხა: "თქვენ ქვეყანა არასდროს ყოფილხართ, ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში. თქვენ ხართ ადამიანების გამაუპატიურებლები და თქვენი დრო ამოიწურა საქართველოში.