იტალიის სექს-სიმბოლო სოფი ლორენი იუბილარია - "ასაკი სილამაზეს ვერ დაამარცხებს"

17:56 09-20-2018
237

იტალიელი ვარსკვლავი სოფი ლორენი. დღეს, 20 სექტემბერს 84 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ლეგენდარული მსახიობი, მთელი მისი ცხოვრევრების მანძილზე, არასოდეს არ მალავდა ასაკს. ის, ერთ-ერთია, იმ ქალბატონებს შორის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასაკი, სილამაზეს ვერ მოერევა. მისმა ბრწყინვალე გარეგნობამ და საოცარმა სილამაზემ, დროს გაუძლო და მსახიობს, დღემდე ლეგენდარულ ვარსკვლავად აღიარებენ. 

პატარა სოფიმ, 14 წლის ასაკში, სილამაზის კონკურსზე გაიმარჯვა და ამის შემდეგ, დედასთან ერთად რომსი გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. 

1950-იან წლებში, მხატვრულ ფილმში - "ჩოჩარა", მონაწილეობის შემდეგ, ლორენი იტალიის სექს-სიმბოლოდ აღიარეს და "ოსკარის" პრემიის ლაურეატი გახდა. ეს, იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ინგლისურენოვან ფილმს, "ოსკარის" პრემია მიენიჭა. 

ვარსკვლავი, 100-მდე მხატვრული ფილმის მონაწილე და უამრავი ადამიანის კუმირია. 

კინოკარიერის განმავლობაში, სოფი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ აღიარებულ მსახიობებთან ერთად მონაწილეობდა. 

ასაკის მიუხედავად, 84 წლის მსახიობი, ამ ეტაპზეც კი ბრწყინვალედ გამოიყურება.

იხ. ფოტოები: 


 

ავტორი: რუსა ღვანიძე