კალიფორნიაში "Apple"-ის სმარტფონის ახალი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეორგოლი)

14:43 09-13-2018
151

გუშინ, აშშ-ში კალიფორნიის შტატში, "Apple"-ის სმარტფონის ახალი მოდელის, სექტემბრის თვის, ყოველწლიური პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაზიაზე, წარმოდგენილი იყო, "Apple"-ის ძველი და ახალი მოდელების კოლექცია და მათი ღირებულება. 

2018 წელს, "Apple"-ის ბრენდმა, სმარტფონის, 3 ახალი მოდელი წარადგინა - iPhone XS (ეკრანი 5,8 დიუმი, როგორც iPhone X-ს), iPhone XS Max (6,5 დიუმი — მეტი, ვიდრე iPhone 8 Plus-ს - 5,5დიუმი) და iPhone XR (6,1 დიუმი).

ტელეფონების ეკრანი, ჩარჩოს გარეშეა და სამი ფერისგან შედგება - ოქროსფერი, რუხი და ვერცხლისფერი.

სმარტფონები, წყალგაუმტარია და მისი წყალში 30 წუთით გაჩერების შემთხვევაში, არ ზიანდება. "შეგიძლიათ ჩააგდოთ ჩაიში, ღვინოში და ლუდშიც კი" - ამბობს ხუმრობით ტიმ კუკი. 

ახალი მოდელების მეხსიერება, 512 გიგაბაიტი იქნება, 3-ჯერ მეტად სწაფად იმუშავებს, ვიდრე iPhone X. 

"Apple"-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის, ფილ შილერის ინფორმაციით, ახალი სმარტფონის მოდლის ფოტო, ჟურნალის "Time!"-ს გარეკანზეც კი მოხვდა.

ახალი მოდელის ეკრანი ასევე ჩარჩოს გარეშე იქნება და სხვადასხვა გარდამავალი ფერებით განათდება.

iPhone XR-ის კამერა, ზუტად ისეთივეა, როგორიც Phone XS და iPhone XS Max-ის. 

"iPhone"-ის ახალი მოდელების გაყიდვა, სექტემბრის ბოლოდან იგეგმება.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:  

   

ავტორი: რუსა ღვანიძე