„დამიძახე და მასწავლე როგორ ავდგე დანარცხებული“ - ზუზუს მეუღლის ემოციური პოსტი

09:44 09-12-2018
12034
თეგები: ზუზუ

ზუზუ ბეჟაშვილის მეუღლე გარდაცვლილ ქმარს სოციალური ქსელით მიმართავს.

„მიწაზე დამანარცხე და წახვედი... მიყვარხარ, მენატრები, გიბრაზდები... ყველაფერი ერთმანეთში ამერია... როგორ მეძახდი ხოლმე? - ტამარა! ახლაც მესმის. ხოდა დამიძახე და მასწავლე როგორ ავდგე ეს დანარცხებული... ვგრძნობ ძალა გამომეცალა და სადღაც დავიკარგე... ოხ, როგორ მენატრები, ჩემო, ჩემო, მარტო ჩემო“, -  წერს თამარ ორაგველიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თამარმა და ზაზა ბეჟაშვილმა მსახიობის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვის წინ იქორწინეს. თამარი თურქეთში ცხოვრობს და მუშაობს. წყვილი სამომავლოდ ერთად ცხოვრებას გეგმავდა. ამის შესახებ ზუზუ „პრაიმტაიმს“ უყვებოდა.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი