ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

pensia

1710406857

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე, 150 000-მდე პირს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

„ლიბერთი“ ბანკი საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით.„ლიბერთი“ აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt„ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.„ლიბერთის“ მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გვენეტაძე

პოლიტიკა 1714807256

წითელ პარასკევს ეშმაკნი ზეიმობენ ქრისტეს ჯვარზე გაკვრას - მეორდება ზუსტად ასი წლის წინანდელი ამბები - ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, სადაც აქციის მონაწილეები წითელ პარასკევს ქართულ ენაზე ევროკავშირის ჰიმნს მღერიან. როგორც ექსპერტი წერს, წითელ პარასკევს ეშმაკნი ზეიმობენ ქრისტეს ჯვარზე გაკვრას! მეორდება ზუსტად ასი წლის წინანდელი ამბები.„წითელ პარასკევს ეშმაკნი ზეიმობენ ქრისტეს ჯვარზე გაკვრას! ყვირიან "ჯვარს აცუ ეგე"! "ჯვარს აცუ ეგე"! მეორდება ზუსტად ასი წლის წინანდელი ამბები!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.         

დიდი შაბათი

საზოგადოება 1714806832

ეს დღე ერთადერთი შაბათია წელიწადში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულოც... - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა დიდი შაბათის შესახებ

დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.ეს დღე ერთადერთი შაბათია წელიწადში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულოც, მკაცრი მარხვის შენახვა. ყოველი წლის აღდგომის წინადღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდმოსვლა უფლისაგან დადასტურებაა იმისა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა. დიდ შაბათს, ღამის 12 საათიდან, მორწმუნეები ულოცავენ ერთმანეთს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს "ქრისტე აღდგა!" - საპასუხო მიმართვით: "ჭეშმარიტად აღდგა!"

ლოცვა

საზოგადოება 1714806427

რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ დიდი შაბათის დღეს

დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.დიდი შაბათს წასაკითხი ლოცვა, როდესაც, სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ელოდება:ნუ მტირ მე დედაო, მხილველი საფლავსა შინ ძისა, რომელი მუცლადმიღე თჳნიერ თესლისაჲ, რამეთუ აღვსდგე და ვიდიდო მე ღმრთაებრ და მაღალ-ვჰყუნე სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.უცხოსა შობასა შენსა ზესთაქმნილი ლმობათა უფროსად ნეტარ-ვიქმენ დაუწყებელო ძეო და აწ ღმერთო ჩემო, გხედავ მკუდრად უსულოდ ტკივილთა ლახურითა განგმერილი სიმწარით, არამედ აღჰსდეგ, რაჲთა უმეტესად ვიდიდო.ქუეყანაჲ დამფარავს ნებსით, გარნა ჯოჯოხეთისა მე ბჭენი მიძრწიან, მხედვენ რაჲ შემოსილსა შეღებულითა მით შურისძიებისა სამოსლითა, დედაო, რამეთუ დამთრგუნველი ჯუარითა მტერთა აღვდგე და გადიდო შენ.იხარებდინ აღგებული და იშუებდინ ყოველნი ქუეყანისა ნაშობნი, ესერა ტყუე-იქმნების მტერი ჯოჯოხეთი, დედანო მირონი შემომწირეთ, რამეთუ ადამს ნაშობითურთ ვიჴსნი და მესამესა დღესა აღვჰსდგები მე.

gia abashidze

პოლიტიკა 1714806060

წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა - გია აბაშიძე

ე.წ. „მაიდანიზაციის“ უნიჭო სცენარისტებს ჰგონიათ, რომ წითელ პარასკევს, ქართული ეკლესიის მახლობლად, სანთლებით, ევროპის ჰიმნის თუნდაც ქართულ ენაზე ნამღერი პოლიტტექნოლოგიურად იზიდავს დამატებით თანამოქალაქეთა "გულებსა და გონებებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.მისი თქმით, მართლმადიდებელი ქართველები ამ ეპიზოდს ვერანაირად მიიღებენ დადებითად, რადგან მკრეხელობაა და პოლიტიკური კიტჩიცაა.მისივე თქმით, წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა.„მართლმადიდებელი ქართველები ამ ეპიზოდს ვერანაირად მიიღებენ დადებითად, რადგან მკრეხელობაა და პოლიტიკური კიტჩიცაა. ე.წ. „მაიდანიზაციის“ უნიჭო სცენარისტებს ჰგონიათ, რომ წითელ პარასკევს, ქართული ეკლესიის მახლობლად, სანთლებით, ევროპის ჰიმნის, თუნდაც ქართულ ენაზე ნამღერი პოლიტტექნოლოგიურად იზიდავს დამატებით თანამოქალაქეთა „გულებსა და გონებებს" (hearts & minds).წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა. მეტიც, საქართველო უკრაინა არაა და აქ არ დგას დღის წესრიგში ე.წ. ალტერნატიული და ე.წ ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნის საკითხი.ამაღამ, პარლამენტთან, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, მრავალი ფსევტრადიციული, ჭინკური პერფორმანსები უხვად იქნება. რაც მთავარია, სანთლებითა და პასქებით, ავაზაკურ სცენარში ასე უწერიათ.ჯობია, ისევ გმირთა მოედანი გადაკეტონ ან სხვა სატრანსპორტო კვანძი მდარე ხარისხის ფსევდო-რევოლუციონერებმა“ - წერს გია აბაშიძე.

მაცხოვრის საფლავი

საზოგადოება 1714802716

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება.იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები გაჩხრეკენ. მათ შორის - ებრაული პოლიციის წარმომადგენლებიც. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს შეასრულებს.ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდებიან, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.