ეს დღე ერთადერთი შაბათია წელიწადში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულოც... - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა დიდი შაბათის შესახებ

დიდი შაბათი

დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.

ეს დღე ერთადერთი შაბათია წელიწადში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულოც, მკაცრი მარხვის შენახვა. ყოველი წლის აღდგომის წინადღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდმოსვლა უფლისაგან დადასტურებაა იმისა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა. 

დიდ შაბათს, ღამის 12 საათიდან, მორწმუნეები ულოცავენ ერთმანეთს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს "ქრისტე აღდგა!" - საპასუხო მიმართვით: "ჭეშმარიტად აღდგა!"