RMG-იმ მძიმე ტექნიკის ავტოპარკი განაახლა

17:18 07-20-2018
42

ზაფხულის განმავლობაში RMG მძიმე ტექნიკის ავტოპარკს სრულად განაახლებს. 

თანამედროვე ტიპის  უახლესი კარიერული თვითმცლელები RMG-იმ, მსოფლიოში უმსხვილესი სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი კომანიის ოფიციალური წარმომადგენლის ავტოტექნოსგან შეიძინა. მხარეებს შორის 2018 წლის დასაწყისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანიის მძიმე ტექნიკის ავტოპარკს 24 ერთეული HOWO-ს ტიპის კარიერული თვითმცლელი შემატა.

ავტოპარკი შეივსო მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის CATerpillar-ის ტიპის  2 ბულდოზერით და  2 ავტო-თვითმცლელით , ასევე 4 HITACHI-ს ტიპი ექსკავატორით. 

მომწოდებლის ინფორმაციით, RMG-ის უსაფრთხოების მოთხოვნიდან გამომდინარე მანქანები აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი  ტექნოლოგიებით.  განსაკუთრებით გაძლიერებულია მნქანების სავალი ნაწილი, რადგან მათ მუდმივად მოუწევთ კარიერზე მოძრაობა.

 „RMG-იმ განახორციელა მძიმე ტექნიკის ავტოპარკის სრული განახლება.  შევიძინეთ 30 ერთეულზე მეტი თანამედროვე ტიპის კარიერული მძიმე ტექნიკა. კომპანიას პრიორიტეტი აღებული აქვს ადილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე. ავტოპარკის განახლება დამატებით 150-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მოგვცემს. ეს ყველაფერი  კი ჩვენი რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რისთვისაც RMG-ის მთელი გუნდი 24 საათიან რეჟიმში დაუღალავად შრომობს.“ - განაცხადა RMG-ის წარმოების დირექტორმა სამთო-ტექნოლოგიურ დარგში კობა მენაბდიშვილმა.