ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1714126080

ნახეთ, ნუკი კოშკელიშვილის ცეცხლოვანი ფოტოსესია, რომელმაც გამომწერები აღაფრთოვანა - „ქმარი უნდა დაათრეინინგო რომ კარგი რაკურსით გადაგიღოს“

„ქმარი უნდა დაათრეინინგო რომ კარგი რაკურსით გადაგიღოს!“ , – ამ სათაურით ნუკი კოშკელიშვილი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, რომლებშიც შეუდარებლად გამოიყურება.საცურაო აუზთან გადაღებულმა ფოტოებმა Instagram-ზე დიდი მოწონება დაიმსახურა.„ყველაზე გულწრფელი და ღია ადამიანი მთელ სოციალურ ქსელში “, „ყოჩაღ ქმარს  შენ ულამაზესი ხარ“, „ყველა რაკურსი გიხდება “, „ვგიჟდები!!“, „სასწაული გოგო ხარ შენ“, „საოცარი ტანი გაქვს, იშვიათად ლამაზი და ქალური“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1714125787

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდა.შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

ნკ

საზოგადოება 1714125060

„ბევრს ჰგონია, რომ სუხიშვილების დიეტის დროს მხოლოდ „ნაბეღლავი“ და არაჟანი უნდა მიიღონ, ეს მცდარი აზრია" - რას ამბობენ სუხიშვილების მოცეკვავეები

 „სუხიშვილების" მოცეკვავეები, ნათია ბაკურაძე და მარიამ მათიაშვილი, „ვარსკვლავურ დუეტში“ ერთმანეთის შეკითხვებს პასუხობენ:მარიამი: „მეუღლემ ჩვენი ქორწილის წინა დღეს ისწავლა ქართული ცეკვის მონახაზი, თან, ფაქტობრივად, სუხიშვილების წინაშე იცეკვა. ძალიან ამაყი ვიყავი“. ნათია ბაკურაძე: „16 წლის რომ ვიყავი, მამა გარდამეცვალა... ცეკვა აღარ მინდოდა. რაღაც პერიოდი საერთოდ გავჩერდი“.მარიამი: „ბევრს ჰგონია, რომ სუხიშვილების დიეტის დროს მხოლოდ „ნაბეღლავი“ და არაჟანი უნდა მიიღონ. ეს მცდარი აზრია, ასე რომ იყოს, ვარჯიშის დროს წავიქცეოდით“.ნათია: "პროექტ "კუნძულში“ გამარჯვების შემდეგ თავდაჯერებული გავხდი და უფრო მეტად შევიყვარე საკუთარი თავი“.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1714124866

ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ, ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც - ლევან ნიკოლეიშვილი ბელგიელი პოლიტიკოსის განცხადებაზე

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება ბელგიის სენატისა და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის ბობ დე ბრაბანდერის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს გამჭვირვალობის კანონი მიიღოს, ევროკავშირი კი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა, უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება.ექსპერტის თქმით, უცხოეთში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ღირსება არ დაუკარგავთ და პატივს სცემენ როგორც სხვის აზრს, ისე ქვეყნის დამოუკიდებლობასაც."ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ. ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც. ეს კაცი არ არის პირველი და არც უკანასკნელი, მათი რიცხვი კი აუცილებლად გაიზრდება!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

bavSvi wyali

რჩევები 1714124460

3 შემთხვევა, როდესაც კატეგორიულად უნდა თქვათ უარი წყლის მიღებაზე

ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის. წყალი უნივერსალური გამხსნელია, იგი ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს (გადააქვს მკვებავი ნივთიერებები, ანტისხეულები, ენზიმები, მეტაბოლიზმის პროდუქტები და ა.შ), გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას.3 შემთხვევა, როდესაც კატეგორიულად უნდა თქვათ უარი წყლის დალევაზე:1. კვების დროს და შემდეგ.თუ კვებასთან ერთად სითხეს მიირთმევთ, ეს კუჭის წვენს გაათხელებს. ეს მნიშვნელოვნად გაართულებს კუჭის ისედაც რთულ ამოცანას, გაარკვიოს და გადაამუსავოს ის, რაც შეჭამეთ. გამოიწვევს საჭმლის მონელების პრობლემებს, სიმძიმის შეგრძნებას და ასევე ყელში წმოგივათ მთელი მირთმეული მასა. მით უმეტეს, თუ წყლის ნაცვლად რაიმე სახის „გაზიანს“ აირჩევთ, შედეგი უარესი იქნება.ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ დალიოთ მთელი ჭიქა წყალი, ეს კიდევ უფრო უარესია. რაც, სხვათა შორის, ასევე ეხება ლანჩის ან სადილის შემდეგ ჩაის დალევის უდანაშაულო ჩვევას. ამ გზით თქვენ უფრო ზრდით უკვე გაწელილ კუჭს და მცირე ხნის შემდეგ, საკვების ჩვეულებრივი ულუფა იდუმალებით შეწყვეტს გაზრდილი მადის დაკმაყოფილებას. ეს არის დამახინჯებული გზა ზედმეტი კილოგრამებისკენ.ჭამის შემდეგ, უმჯობესია დაელოდოთ მინიმუმ 20 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ ნებისმიერი სითხე -წყალი, ჩაი, ყავა, მაგრამ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთი ჭიქა წყლის დალევა კიდევ უფრო კარგი იდეა იქნება. ამ გზით თქვენ "გააღვიძებთ" კუჭს, მოამზადებთ მას სწრაფად ჭამისთვის და ამით დააჩქარებთ მეტაბოლიზმსაც. ასევე, ალბათ ნაკლებს შეჭამთ, ვიდრე გეგმავდით, რადგან ძალიან ხშირად ნამდვილ შიმშილს ბანალურ წყურვილში ვურევთ.2. ძილის წინ. თუ დილით შეშუპება გაწუხებთ, ეს იმის ბრალია, რომ ძილის წინ წყალს სვამთ. ბევრი აღნიშნავს, რომ საღამოს უფრო მძაფრად გრძნობს შიმშილისა და წყურვილის გრძნობას. რაც უფრო გვიან დალევთ ბოლო ჭიქა სითხეს, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ დილით მეფუტკრეს სახით გაიღვიძოთ. შეშუპება კი ძალიან შორს არის დღის ყველაზე სასიამოვნო დასაწყისისგან, ხოლო ღამით ტუალეტში სირბილი არ არის საუკეთესო დასვენება.დალიეთ წყალი ძილის წინ არაუგვიანეს ორმოცი წუთით ადრე. მაგრამ დილის დაწყება ერთი ჭიქა წყლით (სასურველია თბილი და ლიმონით) ძალიან კარგი იქნება. ის ყავაზე უკეთ გაღვიძებს და გამხნევებს.3. ვარჯიშის დროს.სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშის დროს სვამენ ლიტრ წყალს, გამოცდილი დიეტოლოგის თვალი მათში დაინახავს არა ჯანსაღ კუნთებს, არამედ თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს, რადგან ბევრი სითხის მოხმარებამ მოკლე დროში, გულისცემის გახშირებით არცერთ სპორტსმენს არ მოუტანა სარგებელი.დალიეთ ბევრი წყალი (სურვილისამებრ) ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე და ვარჯიშიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ. ხოლო თავად ვარჯიშების დროს, ჩამოიბანეთ პირი და დალიეთ რამდენიმე ყლუპი, მეტი არა.