სერგეი ლეშენკო სააკაშვილის დეპორტაციაზე - "პოროშენკომ ამ საქციელით საკუთარი ფეხები "დაიცხილა"

14:38 02-13-2018
217

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში დეპორტაციით, საკუთარი ფეხები "დაიცხრილა" - განაცხადა სახალხო დეპუტატმა, სერგეი ლეშენკომ, პირდაპირ ეთერში, ტელეშოუში "NEWSONE".

"ვთვლი, რომ პოროშენკომ "ფეხები დაიცხრილა". მას, ერთი პრობლემის გადაწყვეტა სურდა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ, მის ირგვლივ უამრავი პრობლემა გამოიკვეთა. რატომღაც თვლის, რომ ეს  პერსონალური პრობლემაა მისი და სააკაშვილის, მისი და პირადად ჩემი, მისი და ავტომეიდანის, მისი და შაბუნინის. სინამდვილეში, მთავარი მისი პრობლემა, სიძუნწე, უგუნურობა და უმეცრებაა, თანამედროვე მსოფლიოს ჩარჩოებში" - განაცხადა ლეშენკომ.

სახალხო დეპუტატის განცხადებით, "პოროშენკოს ასეთი საქციელით, ჩვენ, ყველას "საკონცენტრაციო  ბანაკი" გვემუქრება. პრეზიდენტი, ვერ აცნობიერებს, რომ მისი ძირითადი პრობლემა - უკრაინელი ხალხია.  

"NEWSONE"-ს წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინიდან პოლონეთში, კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე