ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ენერგო პრო ჯორჯია

საზოგადოება 1714156016

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 29 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, გოროვანი, ჩარდახი და მიმდებარე სოფლებში.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ფული ზოდიაქო

ჰოროსკოპი 1714153962

სიმდიდრის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც წელს გამდიდრდებიან

გაინტერესებთ, ხართ თუ არა იმ იღბლიანთა შორის, რომლებიც 2024 წელს გამდიდრდებიან? ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ, დანარჩენებისთვის კი წელს ფულის გამომუშავება ადვილი არ იქნება, მაგრამ არც შეუძლებელი – მთავარია შრომისმოყვარეობა.ზოდიაქოს ნიშნებს შორის ფინანსური ფავორიტი კურო იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით. ეს განპირობებულია კუროების შრომისმოყვარეობით, სიმტკიცით, სამუშაო ეთიკით, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს და ფულის მართვის შესანიშნავი უნარით. მათი სტაბილური მუშაობა დაფასდება. გარდა ამისა, 2024  წელს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მათი კაპიტალი მეტად მზარდი გახდება.ასტროლოგების აზრით, გამდიდრების კანდიდატთა რეიტინგში შემდეგი თხის რქაა  –  ამ ნიშანს ფინანსური წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს. თხის რქა ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა სამსახურებრივი პოზიცია, სოციალური სტატუსი და მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოს. 2024  წელს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება – ეს იქნება შესანიშნავი წელი ძლიერი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის.2024  წელს ფინანსურ წარმატებას შესაძლოა ცეცხლოვანმა ლომმაც მიაღწიოს. ამ ნიშნის ძლიერ პიროვნებას წარმატება  განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციებზე ელის. ლომები სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ დასახული მიზნისკენ და კონკურენტებს საშუალებას არ აძლევენ, ხელი შეუშალონ მათ სასურველის მიღწევაში. ლომებს აქვთ განსაკუთრებული თვისება, გაიჩინონ მოკავშირეები ყველგან, სადაც არ უნდა წავიდნენ, ასე რომ, თხის რქის მსგავსად, ისინი შესანიშნავად ახერხებენ სასარგებლო კავშირების დამყარებას. წაიკითხეთ სრულად

მოსწავლეები

მსოფლიო 1714153547

10 წამში იპოვეთ მოსწავლე, რომელიც ჩუმად იწერს - მხიარული თავსატეხი

თუ თქვენ წარმატებით ამოხსნით თავსატეხს, შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ გამოცანების ნამდვილი ოსტატი ხართ. 10 წამი გაქვთ იმისთვის, რომ ეშმაკი სკოლის მოსწავლე აღმოაჩინოთ, რომელიც ჩუმად იწერს პასუხებს.ერთი შეხედვით, კლასში მოსწავლეები სხედან და გამოცდას აბარებენ, მასწავლებელი კი იქვეა და თვალყურს ადევნებს მათ. თუმცა ერთი მოსწავლე ჩუმად იწერს პასუხებს. შეიძლება იფიქროთ, რომ ის გოგონა, რომელიც პირველ რიგში ზის და გვერდითა მერხზე მჯდომი კლასელის რვეულში იყურება-იწერს, მაგრამ ასე არ არის.სწორი პასუხი იხილეთ ცოტა ქვემოთ:

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1714152922

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე

 „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4700-დან 6400 დოლარამდე დახარჯა“.კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ მართლაც იხარჯება პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სიმართლე, მათ შორის ის, რომ კანონპროექტის “რუსულობის” შესახებ აქამდე ერთმა ადამიანმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ხსენებული თანხები იხარჯება საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის რადიკალური ჯგუფების მიერ ნაწარმოები მდაბიო და ცრუ კამპანიების საწინააღმდეგოდ. “მეტას” კონტრაქტორი “ფაქტ ჩეკის” მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“- ნათქვამია განცხადებაში.

სტეფანე

საზოგადოება 1714152367

„ფაქტობრივად, სიკვდილსაც ვყოფილვარ გადარჩენილი წარმოუდგენელი ზედოზირებებით“ – სტეფანე

 დათო გორგილაძის საავტორო გადაცემის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ გასული ეპიზოდის სტუმარი მუსიკოსი და პროდიუსერი სტეფანე იყო. „90-იანების თაობა, ბევრი რამ რომ არ გვქონდა ცხოვრებაში ნანახი, აქტიურად ვიყავით ჩართულები „ქლაბინგში“ – ძალიან ხშირად დავდიოდი კლუბებში. ფაქტობრივად, სიკვდილსაც ვყოფილვარ გადარჩენილი თბილისშიც, ევროპაშიც, განსაკუთრებით ბერლინში, წარმოუდგენელი ზედოზირებებით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.ალბათ, ყველაფერს თავისი პერიოდი აქვს, მე ვერავის ვერაფერს ვურჩევ.ვფიქრობ, ცხოვრებაში პრაქტიკა ძალიან ბევრს შვრება და შეიძლება როცა გამოცდილი არ ხარ, უამრავი სისულელე გააკეთო, მაგრამ შემხვედრია დაბადებიდან ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც კისერი არ წაუტეხავთ და ნებისმიერ გამოწვევას გამკლლავებიან“, – აღნიშნა სტეფანემ.