ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უკვე ვენეციაში არიან - საუკუნის ქორწილი დღეს გაიმართება

ბეზოსი და სანჩესი

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ვენეციაში ჩავიდნენ. წყვილი საუკუნის ქორწილისთვის ემზადება, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრება.  სტუმრების ზუსტი სია არ საჯაროვდება. თუმცა, პაპარაცებმა ვენეციაში უკვე დააფიქსირეს კარდაშიან-ჯენერების ოჯახი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვა ცნობილი სახეები. 

უცხოური გამოცემების ცნობით, ბეზოსისა და სანჩესის ქორწილი დღეს, 26 ივნისს დაიწყება და სამ დღეს გასტანს.