ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
დიდ ბრიტანეთში, დევონში ველური ბუნების პარკიდან ორი დათვი გაიქცა და პიკნიკი მოაწყვეს. 5 წლის ევროპულმა მურა დათვებმა - მიშმა და ლუსიმ საკუთარი ვოლიერიდან გასვლა მოახერხეს და პარკის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებს მიადგნენ, სადაც თაფლის 1 კვირის მარაგი შეჭამეს.
პარკში ამ დროს ევაკუაციის პროტოკოლი ამოქმედდა, თუმცა მიში ვოლიერში მალევე დაბრუნდა, ლუსის მის „სახლში“ შესატყუებლად კი პარკის თანამშრომლებმა მისი საყვარელი სასუსნავები გამოიყენეს.
ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.