კახეთში მკვლელობა მოხდა - რა დეტალები ხდება ცნობილი
1750867066
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალიან კარგად მიმდინარეობს. განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა NAO-ს სამიტის ოფიციალური ნაწილის გახსნამდე ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად მედიასთან საუბრისას გააკეთა.
ტრამპმა NATO-ს სახელმწიფოების თავდაცვის სფეროს დაფინანსების ზრდაზეც ისაუბრა, თქვა, რომ ამ კუთხით დადებით სიახლეებს ელოდება.
"ომი ამ იერიშებმა დაასრულა. არ მინდა ჰიროსიმასა და ნაგასაკის მაგალითი მოვიყვანო, თუმცა მაშინაც სწორედ დარტყმებმა განახორციელა ომის დასრულება.
ახლა რომ სხვანაირად გვემოქმედა, უფრო გააძლიერებდნენ შეიარაღებას. იქ აღარაფერი არსებობს, ყველაფერი დანგრეულია, ადგილზე ვერავინ შედის, ობიექტს ათი ტონა ბეტონი ადევს, გვირაბები ჩამოინგრა.
რამდენიმე წელია NATO-ს სახელმწიფოების მშპ-ს 5%-მდე გაზრდა ვთხოვ და ახლა ისინი ამას აპირებენ. ჩვენთან ერთად NATO უფრო ძლიერი გახდება, მე ვაფასებ ამას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.