კახეთში მკვლელობა მოხდა - რა დეტალები ხდება ცნობილი
1750867066
შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. თურქულმა კლუბმა, „ქასიმფაშამ“ სოციალურ ქსელებში ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ქართველი სპეციალისტის დანიშვნა დაადასტურა.
„შოთი, კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება. შოთა არველაძემ, ვინც 2012-15 წლებში ჩვენი მთავარი მწვრთნელი იყო, გუნდი კიდევ ერთხელ ჩაიბარა. წარმატებული პერიოდის შემდეგ, მოხარული ვართ, რომ მასთან კიდევ ერთხელ ვიმუშავებთ“, - წერია განცხადებაში.
View this post on Instagram
ცნობისთვის, 52 წლის სპეციალისტი კლუბს 2012-15 წლებში წვრთნიდა.
გასულ სეზონში, ქასიმფაშამ თურქეთის სუპერ ლიგაში მეათე პოზიცია დაიკავა. არველაძე „ქასიმფაშას'' გარდა თურქეთის სუპერ ლიგის კიდევ სამ გუნდს წვრთნიდა: „კაისერს“ (2010-12), „ტრაბზონსა“ (2015) და „ქარაგიუმრუკს“ (2023-24). გარდა ამისა, თელ-ავივის „მაქაბის'', ტაშკენტის „ფახთაქორისა'' და „ჰალის'' თავკაცი იყო.