ლიგა 1 სეზონის საუკეთესო გოლს ირჩევს - ნომინანტებს შორის კვარაცხელია, მიქაუტაძე და დავითაშვილი არიან

ლიგა 1 სეზონის საუკეთესო გოლს ირჩევს

საფრანგეთის ლიგა 1 2024-2025 წლების სეზონს აჯამებს. უკვე დაიწყო ბრძოლა სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად. 8 ნომინანტს შორის 3 საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) და ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი).