VIDEO: სასწაულებრივად გადარჩენილი მძღოლი - სოციალურ ქსელში დაუჯერებელი კადრები ვრცელდება

მძღოლი

ჩინეთში, გუიჯოუს პროვინცია წყალდიდობამ დაზარალა. ძლიერი წვიმების გამო, რამდენიმე მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. 

პროვინციის ორმა ქალაქმა, კონძიანგმა და რონძიანგმა, რომელთა მოსახლეობაც 300 000-ს აჭარბებს, სამშაბათს სწრაფად ადიდებული მდინარეების გასწვრივ და დაბლობ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გაქცევისკენ მოუწოდეს.

სოციალურ ქსელში დაუჯერებელი კადრები ვრცელდება- საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე.

გუ­ი­ჯო­უს პრო­ვინ­ცი­ა­ში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა. ჩაინგრა სამანქანო ხიდი, რომელზეც სატვირთო გადაადგილდებოდა.

ხიდის ჩანგრევის მომენტში სატვირთო გადაეკიდა, საბედნიეროდ მძღოლი უვნებელი გადარჩა.