„ქალმა საშველად მეზობელს დაუძახა...“ - კახეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ლენტა

კახეთში, ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან კონფლიქტის დროს მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც ქალმა მეზობლებს დახმარება სთხოვა.

დაპირისპირებაში მეზობელი ჩაერთო, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მამაკაცი პოლიციამ ცოლზე განხორციელებული ძალადობისათვის დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის სავარაუდოდ ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.