მსვლელობა

1779015591

ოჯახის სიწმინდის დღე კახეთშიც აღნიშნეს

თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, ალავერდის ეპარქიის სასულიერო პირებმა წირვა ჩაატარეს.წირვის დასრულების შემდეგ, ოჯახის სიწმინდის დღისათვის შეკრებილმა მოსახლეობამ, მეფე ერეკლე II - ის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყო.საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.ერეკლე მეორეს ძეგლთან შეკრებილ მოსახლეობას ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვარმა სიტყვით მიმართა.

სეტყვა მანავში

1778857513

სტიქია კახეთში - ახმეტის სოფელი მატანი დაისეტყვა

ძლიერი სეტყვა იყო კახეთში. ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელი მატანი დაისეტყვა.ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10 წუთს გრძელდებოდა.სოფელში ამბობენ, რომ ჯერჯერობით დაზუსტებული არ აქვთ რა ზარალი მიაყენა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ვენახებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს.

ლენტა

1778847540

ტრაგედია საგარეჯოში - 3 წლის გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 3 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც ეზოდან გამომავალ ავტომობილთან ახლოს მიირბინა, ავტომობილის კართან შეხების შემდეგ დაეცა და თავის არეში მძიმე ტრამვა მიიღო.სოფელში ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლი შვილების სკოლიდან გამოსაყვანად წასვლას აპირებდა.მომხდარი ფაქტის ზუსტი გარემოებების დასადგენად, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული.

სეტყვა კახეთში

1778688829

ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქიამ სოფლები დააზარალა

სეტყვა კახეთში - სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში დაზიანებულია მარწყვისა და ატმის ბაღები.ზოგიერთი მოსახლე ამბობს, რომ სეტყვამ, ერთდროულად რამდენიმე ნაკვეთში გაშენებული ხილი დაუზიანა.სეტყვა იყო დედოფლისწყაროსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაშიც, სადაც სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დასეტყვილი.ამ დროისათვის, მონაცემები სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ, დაზუსტებული არ არის.

სეტყვა თელავში

1778674931

სეტყვა თელავში - სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავის მუნიციპალიტეტში. დაზიანებულია სოფელ ყარაჯალას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.სტიქიამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ერთწლიანი ნარგავები და ხეხილი.მოსახლეობა ამბობს, რომ სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი ახლად დათესილ და სეზონურ კულტურებს მიაყენა.რა რაოდენობის ზიანი მიადგა სოფელს, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ნუკრი ქოქუაშვილი

1778615615

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა.ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და თბილისში ქირით ცხოვრობდა.მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

პოლიციის ლენტი

1778610995

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.ახლობლების ინფორმაციით, ცხედარი პოლიციამ აღმოაჩინა.ახალგაზრდა თბილისში ქირით ცხოვრობდა და ერთ-ერთ კაზინოში მუშაობდა.დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

გურჯაანიის რაიონული სასამართლო

1778499299

პედაგოგზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანიის რაიონულმა სასამართლომ პედაგოგზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე იოსებ აბრამიძემ მიიღო.პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.საქმის მასალების მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან პედაგოგ ლია მღებრიშვილს ცეცხლი გაუხსნა, თუმცა თავდასხმის სამიზნე, მისი შვილი იყო, რომელთანაც პირადი კონფლიქტი ჰქონდა.ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად, საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.36 წლის ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

ზვიად ზვიადაური

1778490288

ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. საპროცესო შეთანხმების ფაქტს, ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ადასტურებს.ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად დატოვა.საბოლოოდ, სპორტსმენს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და 5 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.ზვიადაური 2025 წლის 17 სექტემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.ჯერ კიდევ ნაფიცი მსსჯულების შერჩევის პროცესშია 2021 წელს მომხდარი მკვლელობის საქმე, სადაც ზვიადაური ბრალდებულია.კოტრიკაძის ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი მომდევნო კვირისთვისაა გადადებული.საქმის განხილვა სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში დაიწყება.

policiis lenta

1778308038

კახეთში ქალი დაჭრეს - რა არის ამ დროისთვის ცნობილი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით ქალი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს საცხოვრებელ სახლში მისთვის უცნობმა პირმა დაუძახა და ცეცხლი გაუხსნა.ორი გასროლით, დაჭრილს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.ქალი თავდაპირველად ლაგოდეხის სამედიცინო ცენტრში, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელის სამიზნე დაჭრილის შვილი იყო, თუმცა შემთხვევის დროს, ის სახლში არ იმყოფებოდა.მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მცხოვრები მამაკაცი.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

თელავის სასამართლო

1778254797

კარდენახში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სრულად დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა.37 წლის მამაკაცს ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.გამოძიების მასალების მიხედვით, მან, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, კარდენახში მცხოვრებ 36 წლის არსენ მარტაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს არის ჩანიშნული.

ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე მეფე ერეკლე მეორეს დაბადების თარიღთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღეს

1778149418

მეფე ერეკლე მეორეს დაბადების თარიღთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღეს

„ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“- თელავში გამართულ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე მეფე ერეკლე მეორეს დაბადების თარიღთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღეს.მკვლევართა ერთი ჯგუფის აზრით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით, ერეკლე მეორეს დაბადების თარიღად 1720 წლის 7 ოქტომბერი უნდა განისაზღვროს.კვლევა თავად ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს.ღონისძიებას მთავრობის, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასულიერო აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.კონფერენციას ორგანიზება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაუწია.