ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი, მეშვიდე სართულიდან გადმოაგდეს.
მეზობლების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათი ინფორმაციით, მკვლელობა გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის სახლში მოხდა.
დაჭრილია გარდაცვლილის მეგობარი, რომელიც ველიჯანაშვილი გლობალმედის კლინიკაში გულ-მკერდისა და ფეხის არეში, 2 ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი კარგი პიროვნება იყო და მანამდე არავისთან ჰქონია კონფლიქტი.
„ჩხუბის ხმა ისმოდა, რის გამოც ხალხი იყო გამოსული...”, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
შსს-მ გამოძიება 236-ე და 19-109-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.