ძმის მარცხის შემდეგ, ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781522507
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარ ჩხუბში ილია თოფურიას დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
დაუჯერებელია. ვიცოდი, რომ პირველი რაუნდისთვის უნდა გამეძლო. როდესაც ილია დაღლილი არაა, მისი უნარები შეუდარებელია. ასევე ვიცოდი, რომ ჩემი გამძლეობის ხარჯზე პირველ და მეორე რაუნდებში არ წავაგებდი, ხოლო მესამე რაუნდში მე ვერავინ მაჯობებს, ისევე როგორც საჩემპიონო მეოთხე და მეხუთე რაუნდებში. ღვიძლში ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღე, მაგრამ სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვარ შექმნილი. მე ყველაზე სტაბილური და სანახაობრივი მებრძოლი ვარ, ვისაც ოდესმე ოქტაგონში ფეხი შემოუდგამს“, - განაცხადა მან.
გეიჯის კარიერაში ეს 28-ე გამარჯვებაა (5 მარცხი). იანვარში მან დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში პედი პიმბლეტი დაამარცხა, ახლა კი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება თოფურიას, მის კარიერაში ეს პირველი მარცხია. დღემდე „ელ მატადორმა“ 17-ვე გამართული ბრძოლა მოიგო.