ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაზარალებულებს გაეცნო როგორც წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და მათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულების საბაბით, ბრალდებულმა დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვა. ბრალდებულმა დაზარალებულებისგან ჯამში 645 000 ლარი მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეუფარდა.