„როგორც იქნა, გიპოვეს, რაჟო...“ - მტკვარში, მანქანით გადავარდნილი 36 წლის კაცი ორკვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

რაჟო

14-დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძე მაშველებმა მტკვრიდან ამოასვენეს.

შემთხვევა 2 ივნისს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივნისს, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანას, რომელსაც დააკარგვინა მართვა და გადაიყვანა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც ავტომანქანა "ჰიუნდაი" შეეჯახა სხვა ავტომანქანას, რა დროსაც მართვა დაკარგული გადავარდა მდინარე მტკვარში.

პროკურატურამ ბრალდება ერთ პირს წარუდგინა.

რაჟდენ ჩინჩალაძე სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იყო.

„კეთილშობილი, მუდამ მოღიმარი ბიჭი ჩვენს თვალწინ გაიზარდა. უმძიმესია და ძალიან მტკივნეულია ეს მდგომარეობა როგორც მისი ოჯახისათვის, ასევე მთლიანად სოფლისათვის“, - წერდა სკოლის ადმინისტრაცია გასულ დღეებში.