ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
კონგოში ებოლას შემთხვევების რაოდენობა 782-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის დადასტურებულია 181 გარდაცვალების შემთხვევა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 72-მდე ახალი შემთხვევაა აღრიცხული.
როგორ ვრცელდება და რა სიმპტომები ახასიათებს ებოლას ვირუსს
ებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება) გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე).
ინფექციას იწვევს ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახს, ებოლავირუსების გვარს.
დაინფიცირება დაავადებული ადამიანის, ცხოველის სისხლთან, სისხლის კომპონენტებთან, დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად ხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ურჩევს მოსახლეობას სახლის პირობებში იზრუნონ ადამიანზე, რომელსაც აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
სპეციალისტების განმარტებით, ეპიდაფეთქების დროს, მაღალი რისკის ქვეშ არიან:
ებოლას ვირუსით ინფიცირება დასტურდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებით.
მძიმედ დაავადებული პაციენტები საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას. მათი ორგანიზმი დეჰიდრატირებულია და საჭიროებს ორალურ რეჰიდრატაციას ან ინტრავენურ სითხეებს, რომლებიც შეიცავს ელექტროლიტებს.
ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოსახლეობას ურჩევს, რომ გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სპეციფიკური წამალი ებოლას წინააღმდეგ, საუკეთესო გზა სამედიცინო პერსონალის მიერ საავადმყოფოებში ინტენსიური მკურნალობის ჩატარებაა ინფექციის მკაცრი კონტროლის პროცედურების დაცვით.